ჩემპიონთა ლიგიდან მილანის "ინტერის” გამოვარდნის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი კვლავ არ გააკრიტიკა.
"ასეთი მატჩის შემდეგ რანიერის დადანაშაულებას არ დავიწყებ. "მარსელს” გაუმართლა, ჩვენ კი დიდი მცდელობის მიუხედავად, იღბალმა ზურგი გვაქცია”, – საუბრობს მორატი.
"ანგარიშით 0:4 წაგების შემთხვევაში, გლობალური დასკვნები უნდა გამოგვეტანა. "მარსელს” ბოლო წუთზე გაუმართლა, ასეთი თამაშის შემდეგ კი ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება”, – აღნიშნა "ინტერის” პრეზიდენტმა.
|