ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი სურვილს გამოთქვამს მარიო ბალოტელის კლუბში დაბრუნებაზე.
შეგახსენებთ, ბალოტელი 2010 წლის ზაფხულში "მანჩესტერ სიტიში” გადავიდა კარიერის გასაგრძელებლად. რაც შეეხება "ინტერს” – მისი მაისურით 58 მატჩში 20 გოლის ავტორი გახდა.
"ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბალოტელი ისევ დაგვიბრუნდეს, თან რაც შეიძლება მალე. მე მისდამი ყოველთვის ყურადღებიანი ვიყავი და პატივს ვცემთ დღემდე ერთმანეთს. ვფიქრობ ინგლისში მან გამოცდილება შეიძინა და უფრო განვითარდა.
არვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ მისი დაბრუნება ჩვენთან ნაკლებად არის შესაძლებელი. ოპტიმისტი ვიქნები და მაინც ვეტყვი, რომ ჩვენი კარი მისთვის ღიაა”.
|