რამდენიმე წუთის წინ ინტერის ოფიციალურ ვეპ-გვერდზე დაიდო ცნობა იმის შესახებ, რომ კლუბის პრეზიდენტმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა. 60 წლის მწვრთნელს გაგდებას ბევრი უწინასწარმეტყველებდა. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ლაციოსთან ქულათა სხვაობამ 10-ს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს მორატიმ განაცხადა, რომ იგი ენდობოდა რანიერის და ისიც დაამატა, რომ არ აპირებდა მის დათხოვნას, თუმცა როგორც ჩანს იტალიელი განარისხა იუვენტუსთან წაგებამ და საბოლოდ გადაწყვიტა მწვრთნელის დათხოვნა.