გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ნახევარმცველმა გაიხსენა ის დრო როდესაც ესპანეთში გადაბარგება გადაწყვიტა...
,,2010 წელს მე ბევრი შემოთავაზება მქონდა, მათ შორის ყველაზე მიმზიდველი ორი იყო მადრიდის რეალი და მილანის ინტერი, თუმცა გადავწყვიტე ესპანეთში გადმოვსულიყავი რადგან ვფიქრობ რომ რეალი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. მე მხოლოდ 23 წლის ვარ და პროგრესირება შემიძლია. ეს წელი მნიშვნელოვანი გამოწვევებით სავსეა ჩემთვის ისევერ როგორც გერმანიის ნაკრებში ასევე რეალში: შეგვიძლია გავხდეთ ესპანეთის ჩემპიონები და მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა, ნაკრებს კი შანსი აქვს გახდეს ევროპის ჩემპიონი." განაცხადა მესუთ ოზილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში.