მილანის ინტერის რუმინელი მცველი კრისტიან კივუ პარიზელთა ინტერესების სფეროში მოექცა.
რუმინელ ფეხბურთელს ინტერთან მიმდინარე კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება,კლუბის ხელმძღვანელებს კი ფეხბურთელისთვის ახალ კონტრაქტის გაფორმებაზე არ მიუმართავთ.
ასე რომ,ძალიან დიდი შანსია,რომ კივუმ სამუშაო ადგილი შეიცვალოს.იგი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს.იტალიური პრესის ცნობით,პარიზელებსა და კივუს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.