მილანის "ინტერის” ურუგვაელმა ფორვარდმა დიეგო ფორლანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სერია A-ს 28-ე ტურში, "ატალანტასთან” ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში მოედანზე შეცვლაზე შესვლაზე უარი ეთქვას.
"შეცვლაზე შესვლაზე უარი არასოდეს მითქვამს და ამას არც მომავალში გავაკეთებ. მწვრთნელმა მკითხა, მზად ვიყავი თუ არა ფლანგზე სათამაშოდ, რაზეც ვუპასუხე, რომ გუნდს უფრო მეტ სარგებელს შეტევაში მოვუტანდი. ჩემთვის მთავარი თამაშია. "ინტერთან” კონტრაქტი მაკავშირებს. მიმდინარე სეზონი ჩემთვის არცთუ წარმატებული იყო, რადგან რამდენჯერმე ტრავმა მივიღე. თუმცა, ახლა ყველა ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ვიმუშაოთ. გუნდის მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერისთან არავითარი პრობლემა არ მაქვს”, – იუწყება ურუგვაელის სიტყვებს Football Italia.