მილანის "ინტერის” თავდამსხმელ დიეგო ფორლანს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე თამაში სურს. მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე საფეხბურთო ნაკრებში შეზღუდვაა – გუნდში მხოლოდ სამი 23 წელს გადაცილებული ფეხბურთელი დაიშვება. "იმედია, ლონდონში ვითამაშებ, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული. შანსს მოუთმენლად დაველოდები. ვიცი, რომ ამისათვის კლუბში რეგულარული თამაშია საჭირო”, - ციტირებს 32 წლის ფორვარდის სიტყვებს Goal.com-ი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, ფორლანი არცთუ შედეგიანია – მან მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.