რამდენიმე წუთის წინ მილანის ინტერის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბმა და რაფაელ ბენიტესმა თანამშრომლობა შეწყვიტეს.
წინასარი ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტი კონტრაქტის ვადამდელი შეწყვეტის გამო 3 მილიონ ევროს მიიღებს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი თუ ვინ გაუძღვება გუნდს სეზონის ბოლომდე. იტალიური მედიის თანახმად №1 კანდიდატად ამჟამად ბრაზილიელი ლეონარდო ითვლება, რომელიც შარშან მილანს ედგა სათავეში
ღევანდელი დღის უმთავრესი საფეხბურთო ტრანსფერი იტალიის ქალაქ მილანში განხორციელდა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრაზილიელმა ლეონარდომ თანამდებობა დატოვა და ფრანგულ "პარი-სენ ჟერმენში” გადაბარგდა. პარიზულ კლუბში ლეონარდო სპორტული დირექტორის ფუნქციას შეასრულებს. კონტრაქტის პირობის მიხედვით ის ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.
"ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ერთი საათის წინ ლეონარდოს წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
მომდევნო 48 საათის განმალობაში კლაუდიო რანიერი ოფიციალურად დაინიშნება "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. სავარაუდოდ 59 წლის იტალიელს მილანური კლუბი 2012 წლამდე გაუფორმებს კონტრაქტს.
დღეს დილით "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გაანთავისუფლა "მილანური კლუბის" ყოფილი მწვრთნელი ჟან პიერო გასპერინი. მორატიმ განაცხადა, რომ მას სურდა "ინტერის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ყოფილიყო, თუმცა იტალიელმა იუარა, რადგან უფრო დიდი კონტრაქტი სურდა შეგახსენებთ, რომ გუშინ "ინტერმა" 3:1 წააგო ნოვარასთან.
უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო დ
|