მთავარი » 2012»მარტი»25 » რანიერი: "ჩვენ შეგვიძლია იუვენტუსს პირველი მარცხი ვაგემოთ"
12:40
რანიერი: "ჩვენ შეგვიძლია იუვენტუსს პირველი მარცხი ვაგემოთ"
"სატურნირო ცხრილში ადგილებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მატჩი იგივე დერბია” – ასე დაიწყო პრესკონფერენცია ტურინის "იუვენტუსის” ყოფილმა და მილანის "ინტერის” ამჟამინდელმა თავკაცმა - კლაუდიო რანიერიმ. "უფრო ცუდ მდგომარეობაში მასპინძლები არიან, ვინაიდან თუ გამარჯვებაზე არ ითამაშებენ მათი "მილანთან” დაშორება უფრო შესამჩნევი გახდება, ამავდროულად ისიც იციან, რომ "ინტერს” შეუძლია პირველი მარცხი აგემოს მათ ახალ სტადიონზე და მაინც ფრთხილად იქნებიან. ჩვენ კი დასაკარგი არაფერი გვაქვს, ვიცით რომ ფავორიტები არ ვართ, რაზეც გული მწყდება და მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ მატჩის ფავორიტები. ბიჭები პროფესიონალები არიან და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან. რამდენიმე ხნის წინ "ინტერის” ეპოქა იყო, სამწუხაროდ ეხლა კი ყველაფერი ისე აღარაა. "იუვენტუსიდან” ყველაზე უფრო საშიში ანდრა პირლოა. მოედანზე მათზე მეტი უნდა ვიმოძრაოთ , რათა გავიმარჯვოთ” – აცხადებს კლაუდიო რანიერი.