გუშინ ინტერმა "სან სიროზე" ატლანტა მიიღო და მატჩი ფრედ 0:0 დაასრულა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეხვედრის 23-ე წუთზე დიეგო მილიტომ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.
პრესკონფერენციაზე რანიერიმ ინტერის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი ბრალს ვერავის დასდებს გუნდის ცუდი თამაშის გამო.
"იმედი ყველას გაგვიცრუვდა, რადგან გუნდმა ვერ შეძლო მატჩის მოგება." - განაცხადა რანიერიმ პრესკონფერენციაზე.
"ნამდვილად არ არის ეს ადვილი სეზონი და ეს კარგად ვიცით ჩვენ. ინტერი ახლა მე-7 პოზიციაზეა, თუმცა ამაში მე ვერცერთ მოთამაშეს ვერ დავდებ ბრალს."
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მატჩის მსვლელობის დროს ლუსიომ ატლანტას ფორვარდი მანოლო გაბიადინი წააქცია. ეს ეპიზოდი არ გამორჩენია ატლანტას მწვრთნელს და მან განაცხადა, რომ მსაჯს იმ მომენტში თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა ინტერის კარის მიმართულებით. პრესკონფერენციაზე ამ მომენტის შესახებ რანიერისაც ჰკითხეს.
"შეიძლებოდა იმ მომენტში პენალტის დანიშნვა, თუმცა ლუსიო მხოლოდ მას შემდეგ მიაწვა ატლანტას მოთამაშეს, რაც მან ბურთი დაიჭირა, ასე რომ ამ მომენტში ყველაფერი მსაჯზე იყო დამოკიდებული." - დაასრულა რანიერიმ.
|