კვირას "სან სიროზე" ინტერმა კატანიას უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რანიერის ფეხბურთელები 0:2-ს აგებდნენ თამაშს, თუმცა მათ საბოლოოდ 2 გოლის გატანა შეძლეს და ქულა მოიპოვეს.
პრესკონფერენციაზე როგორც ყოველთვის რანიერის გადადგომის შესახებ დაუსვეს შეკითხვა. იტალიელმა კი განაცხადა, რომ იგი 2 წელი არ აპირებს კლუბიდან წასვლას.
"შესანიშნავი მატჩი იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა ფაქტიურად თამაში შემოატრიალეს მეორე ნახევარში." - განაცხადა რანიერიმ პრესკონფერენციაზე.
"ვცდილობ, რომ ინტერისთვის ყველაფერი კარგი გავაკეთო. კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული და იმედი მაქვს, რომ ინტერში კიდევ დავრჩები 2 წლით. მართალია რთული იქნება, თუმცა მე შემიძლია, რომ ინტერი საუკეთესოდ ვათამაშო."
"ჩემმა ფეხბურთელებმა თამაში კარგად დაიწყეს, თუმცა მას შემდეგ, რაც სტუმრებმა გაიტანეს გოლი, ისინი მოდუნდნენ და სათამაშო მოედანი მთლიანად კატანიას ფეხბურთელებს დაუთმეს."
|