კვირას "ინტერი" ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს "კატანიას". მილანური კლუბი უმძიმეს მდგომარეობაშია, რვა თამაშია გუნდს გამარჯვება არ უზეიმია დრო დადგა დამთავრდეს ეს გაღმასვლა და დაბრუნდეს "ინტერი". ამისათვის კი საჭიროა "კატანიის" დამარცხება, რაც ადვილი საქმე არაა მითუმეტეს გუნდს სათავეში უდგას გენიალური ფეხბურთელი ამჟამად "კატანიას" თავკაცი ვინჩენცო მონტელა. "ინტერის" მწვრთნელმა დაასახელა იმ ფეხბურთელებთა სია ვისაც შეეძლება ხვალ "ტიფოზების" კიდევ ერთხელ გახარება. კლაუდიო რანიერიმ მცირე კომენტარი გააკეთა ჟუანის შესახებ "ჟუანი მართლაც შესანიშნავი შენაძენია, მას შუეძლია გუნდის დახმარება როგორც დაცვის ცენტრში ასევე მარცხენა ფლანგზე. ის სრულ მზად ყოფნაში არაა ამიტომ ის ძირითადში სავარაუდოდ არ იქნება."
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუნდს ვერ დაეხმარება არგენტინელი ნახევარმცველი რიკი ალვარესი, რომელიც შესანიშნავად შეეწყო მილანურ კლუბს და ძირითადშიც დაიმკვიდრა ადგილი თუმცა უკვე რამდენიმე თამაშია ის ტრამვის გამო ვერ ეხმარება "ინტერს", ამავე მიზეზით არ არის განაცხადში დეიან სტანკოვიჩი, რომელსაც აღარ მისდის თამაში, ეს ნათლად გამოჩნდა "ბოლონიასთან მატჩში რომელიც "ინტერი" 0-3 განადგურდა. საბედნიეროდ გუნდთან ერთად ვარჯიშობს ფრედი გუარინი, რომელიც სავარაუდოდ შემდეგ ტურში "ატალანტას" წინააღმდეგ ითამაშებს.
|