მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის კლაუდიო რანიერის გუნდში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
"ნერიაძურიმ” უკანასკნელი ათი მატჩიდან შვიდი წააგო, სერია A-ში გუნდი მეშვიდე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრ ზონას საკმაოდ ჩამორჩება.
წუხელ "ინტერი” "კატანიას” ანგარიშით 2:2 დაუზავდა, რანიერი კი გათავისუფლებას კვლავ გადაურჩა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ უკვე დაიწყო ახალი მწვრთნელის ძიება, რანიერის დათხოვა კი მხოლოდ დროის ამბავიღაა. იტალიური პრეა ავრცელებს ცნობას, რომ მორატი რანიერის შემცვლელეად ლონდონის "ჩელსიდან” გათავისუფლებულ ანდრე ვილაშ-ბოაშს მოიაზრებს.
|