"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ოფიციალურად მოითხოვა,რომ შეწყდეს სპეკულაციები გუნდის მთავარი მწვრთნელობიდან კლაუდიო რანიერის განთავისუფლების თაობაზე,რადგან რანიერი მიმდინარე სეზონს აუცილებლად ნერიაძურიში ჩაამთავრებს. დონ მასიმოს აზრით,ახლა მწვრთნელის შეცვლა ვერავითარ ხელშესახებ გაუმჯობესებას ვერ მოიტანს,ხოლო ზაფხულში არამარტო ახალ მწვრთნელს დანიშნავს,არამედ მთლიანად კლუბის ხელმძღვანელობაში განხორციელდება რევოლუციური ცვლილებები,რომელთა დაკონკრეტება არ ისურვა.ჟურნალისტურ წრეებში მიიჩნევენ,რომ "ინტერის"სავალალო მდგომარეობაში მორატი ყველაზე ნაკლებად მთავარ მწვრთნელს ადანაშაულებს,განსაკუთრებით გაბრაზებულია დირექტორთა საბჭოზე,რომლის მთლიანად დაშლას აპირებს,თუმცა მედიას არც იმის აღვნიშვნა ავიწყდება რომ,ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც პრეზიდენტი იღებს ერთპიროვნულად და ამიტომ მას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა,მაგრამ გამომდინარე იქიდან,რომ დონ მასიმო "ინტერის"ფანებს ძალიან უყვართ და მათთვის ჯერაც შეუვალი ავტორიტეტია,მის მიმართ კრიტიკას ერიდებიან,ოღონდ ჯერჯერობით... სათქმელია ისიც,რომ თუ "ინტერი" წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა,რისი ალბათობა ძალიან დიდია,კლუბი დამატებით კიდევ 30 მილიონ ევროს დაკარგავს,რაც მის ფინანსურ მდგომარეობას დაამძიმებს,მაგრამ ფიქრობენ, რომ დონ მორატი კლუბში საკუთარი სახსრებით გააკეთებს ყველა საჭირო ინვესტიციას. აი, რა კარგია. მილიარდელი პრეზიდენტი!
|