მოდით დავიწყოთ მეკარეების ფასების შედარებით, ორივე გუნდს სამი მეკარე ჰყავს. "მილანის" მეკარეების ერთობლივი ღირებულება 8.2 მილიონი ევროა(აბიატი - 5, ამელია - 3, რომა - 0.2), "ინტერისა" კი - 19.5(ჟულიო სეზარი - 18, კასტელაცი - 1, ორლანდონი - 0.5).
ახლა მცველები განვიხილოთ: ვერავინ უარყოფს, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მცველი ტიაგო სილვაა და შესაბამისად მისი ფასიც ყველაზე მაღალია, 31 მილიონი. ახლა გავეცნოთ "როსონერის" სხვა მცველების ფასებს: აბატე - 11 მილიონი, მექსე - 8, ტაივო - 6.5, ანტონინი - 5, ნესტა - 4.5, ბონერა - 3, იეპესი - 1, ძამბროტა - 1. მათი საერთო ღირებულება 71 მილიონია. ახლა "ნერაძურიზე" გადავიდეთ: მაიკონი - 18.5, რანოკია - 15, ნაგატომო - 9.5, სამუელი - 7.5, კივუ - 6, ლუსიო - 6, ძანეტი - 4.5, ჯონათანი - 4 და ფარაონი - 2.8. საერთო ღირებულება - 73.8 მილიონი. როგორც ხედავთ, "შავ-ლურჯები" აქაც უპირატესობას ფლობენ.
ახლა კი გადავიდეთ ნახევარდაცვის ხაზზე, სადაც "ნერაძური" დიდ უპირატესობას ფლობს. ვერც იმას შეეწინააღმდეგება ვერავინ, რომ ამ ორ გუნდს შორის უესლი სნეიდერი საუკეთესო ნახევარმცველია და როგორც სილვას შემთხვევაში, მისი ფასიც ამ რგოლში ყველაზე მაღალია. მოდით ნახევარდაცვაში ჯერ "ინტერის" ფეხბურთელთა ღირებულება ვნახოთ: სნეიდერი - 38 მილიონი, კამბიასო - 16, ტიაგო მოტა - 13, ალვარესი - 11.5, კოუტინიო - 8, სტანკოვიჩი - 6.5, პოლი - 5,5, მუნტარი - 5, ობი - 4, კრისეტიგი - 1, საერთო ღირებულება - 109 მილიონი ევრო. რაც შეეხება "მილანის" ნახევარდაცვას: ბოატენგი - 19 მილიონი, აკვილანი - 14, ნოჩერინო - 9, ფლამინი - 8, ემანუელსონი - 7, ზეედორფი - 3, ვან ბომელი - 2.5, გატუზო - 2.5, ამბროზინი - 2, ვალოტი - 0.3, საერთო ფასი - 67.3 მილიონი.
როგორც ხედავთ, სამივე განხილულ რგოლში "შავ-ლურჯები" ლიდერობენ, ახლა კი გადავიდეთ თავდასხმაზე, მოდით ინფორმაციას პირდაპირ, შესავლის გარეშე მოგაწვდით: "მილანი": იბრაჰიმოვიჩი - 40 მილიონი ევრო, პატო - 30 მილიონი ევრო, რობინიო - 20, კასანო - 10, ელ შაარავი - 7. მათი საერთო ფასი 107 მილიონია. "ინტერი": პაცინი - 20 მილიონი ევრო, სარატე - 12, მილიტო - 10, ფორლანი - 6.5, კასტანიოსი - 5. საერთო ღირებულება - 53.5 მილიონი.
ახლა კი ორივე გუნდის ოთხივე რგოლი შევაჯამოთ. მოგეხსენებათ, სამ რგოლში "შავ-ლურჯები" ლიდერობენ, მეოთხეში კი - "შავ-წითლები". სწორედ თავდასხმაში ასეთი უპირატესობის გამო გათანაბრდნენ გუნდები, თუმცა მაინც "ნერაძურიმ" გაიმარჯვა, მათი ფეხბურთელების საერთო ღირებულება 255.8 მილიონია, "მილანი" კი "ინტერისტებს" 2.3 მილიონით ჩამორჩება, "როსონერის" შედეგი 253.5 მილიონი ევროა.
|