"ვილიარეალის” ესპანელი თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტი მილანის "ინტერში” თამაშის წინააღმდეგი არაა. როგორც იცით, როსი რთული ტრავმის მკურნალობას განაგრძობს. ამის პარალელურად, მისი აგენტი იტალიელი შემტევისთვის ახალ კლუბს ეძებს. როგორც ირკვევა, როსის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, მაგრამ მან შესაძლოა ამ ტურნირზე უარი თქვას, თუ შეთავაზებას მილანის "ინტერისგან” მიიღებს. "ჯუზეპე არასდროს უარყოფდა, რომ მას ტოპ-კლუბში თამაში სურდა. "ინტერს” სწორედ ასეთად მივიჩნევთ. მართალია, როსის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მილანური გუნდიდან წამოსულ შემოთავაზებას უარვყოფთ” – ციტირებს როსის აგენტის, ფედერიკო პასტორელოს სიტყვებს Sky Sports-ი