როგორც ჩანს მწვრთნელის საკითხი უკვე მოგვარებულია,ახლა კი ჯერ იმ ფეხბურთელებზეა,რომლებზეც გაკეთდება აქცენტი მომავალი რამოდენიმე წლის განმავლობაში. დავიწყოთ ნახევარდაცვით,რომელიც ყველაზე პრობლემური რგოლი არის მიმდინარე ჩემპიონატში: ინტერი საბოლოოდ გამოისყიდის ანდრეა პოლის და ფრედი გუარინს და სავარაუდოდ ამ ორ ფეხბურთელზე აეწყობა სამომავლოდ ინტერის ღერძი. რაც შეეხება პალომბოს,მისი საკაითხი ჯერ გარკვეული არაა – ყოფილი "სამპდორიელის” მომავალი "ინტერში” რანიერის შემცვლელზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ბრაზილიელ ლუკას მოურას,რომაული Corriere dello Sport-ის მტკიცებით,იტალიური მხარე უკვე შეუთანხმდა ფეხბურთელს პირად კონტრაქტზე,ახლა ყველაფერი ლუკასის ამჟამინდელ კლუბზე,”სან პაულუ-ზეა დამოკიდებული. ბრაზილიური მხარე მასში საკმაოდ დი თანხას ითხოვს,მაგრამ იტალიელი ექსპერტების აზრით,დიდი შანსია,რომ მაქსიმუმ 15 მილიონ ევროდ ლუკასი ინტერში აღმოჩნდეს! ლუკასის გარდა ლომბარდიელებს კიდევ ორი შემტევი ნახევარმცველის იმედი ექნებათ სამომავლოდ – არგენტინელი რიკი ალვარესი და ბრაზილიელი ფელიპე კოუტინიო,რომელიც ამჟამად დროებით "ესპანიოლშია” განათხოვრებული.
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს "Gazzetta dello Sport” – მილანური გაზეთის ინფორმაციით,დიდი შანსია ამ ზაფხულს "ინტერის” რიგებში ჰოლანდიელი ნაიჯელ დე იონგი ვიხილოთ. "მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელს კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდება,მისი აგენტი ისევე როგორც კარლოს ტევესის კია ჯურაბჩიანია. როგორც ჩანს ინგლისელებს საბოლოოდ გადაუწყვეტიათ ამ პიროვნებასთან ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტა,27 წლის დე იონგი კი ძალიან დიდი ალბათობით იტალიაში გადაბარგდება და რომელიმე მილანური გუნდის მაისურს მოირგებს – მისით "ინტერთან” ერთად "მილანიც” არის დაინტერესებული. ევროპულ ალტერნატივად განიხილება აგრეთვე იან მ’ვილას და ანდრეას შურლეს კანდიდატურებიც.
|