ლონდონის "ჩელსის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრე ვილაშ-ბოაში გაათავისუფლა. კლუბის ოფიციალურმა საიტმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელი სპეციალისტი "ჩელსის” თავკაცის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ჩანს, გუშინ, პრემიერლიგის 27-ე ტურში "ვესტ ბრომვიჩთან” მარცხით (0:1) რომან აბრამოვიჩს მოთმინების ფიალა აევსო და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. "ჩელსი" ამ დროისთვის ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგასთან გამომშვიდობებას და ასევე ფა თასიდანაც. არისტოკრატები ამ ტურნირზე ისევე როგორც შიდა ჩემპიონატში ძალიან ცუდათ ასპარეზობენ. პრემიერ ლიგაშიც ძალიან დიდი პრობლემები აქვს ლონდონურ კლუბს, რადგანაც ისინი ამჟამად ოთხეულის მიღმა იმყოფებიან. "სამწუხაროდ, გუნდის თამაში და შედეგები ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის და არც შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების პრესპექტივა ჩანს”, – ნათქვამია "ჩელსის” ოფიციალურ განცხადებაში. სეზონის ბოლომდე ლონდონურ კლუბს ვილაშ-ბოაშის თანაშემწე რობერტო დი მატეო უხელმძღვანელებს.
|