მთავარი » 2012»მარტი»30 » სენსაცია: ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ სიტიში" მიდის!
17:33
სენსაცია: ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ სიტიში" მიდის!
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მომავალი წლიდან "მანჩესტერ სიტის" ჩაუდგება სათავეში.
ამის შესახებ Punto Radio ცნობას ავრცელებს, რომლის თანახმად, პორტუგალიელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილების შესახებ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს თურმე ორი კვირის წინ აცნობა.
მოურინიოს ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი დიდი წნეხი და მადრიდელთა მეკარე იკერ კასილიასთან დაძაბული ურთიერთობა გახდა. გუნდის კაპიტანსა და მთავარ მწვრთნელს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ მიმდინარე სეზონის მსვლელობისას არაერთხელ დაიწერა.
იმაზე, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს: შეგახსენებთ, რომ აპოელ-თან ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ პერესი გასახდელში ჩავიდა და მოთამაშეებს ნორმალურად მილოცვა მოსთხოვა.