ნური შაჰინს "რეალში" ტრანსფერი შემდეგ საქმეები ცუდად მისდის. თურქი ნახევარმცველი სულ რამდენიმე თვეა გუნდში გადმოვიდა და რამდენჯერმე მოასწრო ტრავმის მიღება, ასევე მას არ ეძლევა სათამაშო დრო იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს...
შარშანდელ სეზონში ახალგაზრდა მოთამაშე ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, წელს კი "ბლანკოსის" სათადარიგოთა სკამზე მოხვედრაც კი უჭირს, გამომდინარე აქედან, შაჰინი სხვადასხვა შემოთავაზებებს განიხილავს, რადგან ამ ასაკში სათამაშო პრაქტიკის არ ქონამ იგი შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.
ნურის შეძენით ევერტონი ინტერესდებოდა, მაგრამ ზამთრის სატრანსფერი ფანჯრის დროს ინგლისელებს არ უაქტიურიათ, შესაბამისად თურქი მოთამაშე მადრიდში დარჩა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მილანის "ინტერის" მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სწორედ თურქი იქნება. იტალიელებს ძალიან სურთ შაჰინის საკუთარ გუნდში ხილვა და ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონატს იოლად აუღებს ალღოს.