ნური შაჰინმა შესაძლოა, ჟოზე მოურინიოს გუნდი დატოვოს.
ნური შაჰინს საერთოდ არ ეძლევა სათამაშო დრო. თურქის მუხლის ტრავმა გაიწელა და ჟოზე მოურინიოც არ ჩქარობს. შაჰინი უკვე დიდი ხანია თანაგუნდელებთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან ცოტა მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ჟოზეს სურს ნურიმ ოპტიმალური კონდიციები დაიბრუნოს, რომელიც მას ტრავმამდე ჰქონდა. დიდი შანსია ის "ლევანტესთან" მატჩში გამოჩნდეს მინდორზე.
ამავდროულად, მის ყოფილ კლუბ "ბორუსიას", "ინტერთან" ერთად სურს მისი გადაბირება. ისინი თვლიან, რომ "რეალს" დაითანხმებენ თურქის გაშვებაში. "სამეფო კლუბმა" შაჰინი, როგორც მომავლის ფეხბურთელი შეიძინა, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
|