ჰოლანდიური "აიაქსის" კაპიტანმა, იან ვერტონგენმა განაცხადა, რომ ლონდონის "არსენალი" არის იმ კლუბებიდან ერთ-ერთი, რომელიც დაინტერესებულია მისი შეძენით საზაფხულო სატრანსფერო ბაზრის დროს...
ევროპის ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებისა და "ოლდ ტრაფორდზე" მარცხის განცდის შემდეგ, ვენტონგერმა განაცხადა, რომ იგი მომავალ ზაფხულში დატოვებს თავის ამჟამინდელ კლუბს და გადაბარგდება პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში.
ჰოლანდიური კლუბის 24 წლის მცველით ასევე დაინტერესებულია "ინტერი", თანაც ძალიან სერიოზულად, თუმცა ფეხბურთელი მაინც უპირატესობას ინგლისურ გუნდს, "არსენალს" ანიჭებს.
"მე ჩემი აგენტისაგან ვიცი, რომ ჩემი შეძენით არიან დაინტერესებულები სხვადასხვა ქვეყნის კლუბები და რა თქმა უნდა მათ შორის არიან "მეთოფეები". "აიაქსის" ხელმძღვანელობა უკვე ეძებს ჩემს ჩამნაცვლებელს". - ამბობს ვერტონგენი Daily Express-თან ინტერვიუში.
|