მილანის "ინტერის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის – კლაუდიო რანიერის გადაყენება გადაწყვიტა. Sky Italia-ს ცნობით, დიდი შანსია, "ნერაძურიმ” იტალიელ სპეციალისტს სეზონის დასრულებამდე არც დაუცადოს და პოსტი ახლავე დაატოვებინოს.
"კლაუდიო რანიერი სამსახურიდან დათხოვნასთან არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლაა”, - წერს Sky Italia.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 29 ტურის შემდეგ, "ინტერი” სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. თანაც, ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულა აშორებს და სავარაუდოდ, გაისად, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
თუკი კლაუდიო რანიერი კლუბს დატოვებს, სავარაუდოდ, მას ლონდონის "ჩელსიდან” დათხოვნილი ანდრე ვილაშ-ბოაში შეცვლის.