ნიდერლანდების შემტევმა ნახევარცველმა უესლი სნეიდერმა ინგლისის თამაში ცუდად შეაფასა. მისი აზრით, უემბლიზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მასპინძლები უბრალოდ ვერ აყვნენ სტუმრებს ტემში მეორე ტაიმის განმავლობაში.
უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, ბერტ ვან მარვეიკის შეგირდებმა სტადიონზე შეკრებილი ინგლისელი გულშემატკივრები გააჩუმეს. მათ ორი წუთის ინტერვალში დალაშქრეს ჯო ჰარტის კარი. თავი არიენ რობენმა და კლას იან ჰუნტელაარმა გამოიჩინეს.
ინგლისმა თამაშის მიწურულს შეძლო გარი კეჰილისა და ეშლი იანგის დახმარებით წონასწორობის აღდგენა და ყველაფერი თითქოს მშვიდობიანი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ ნიდერლანდების უდავო ლიდერმა რობენმა ცივი შხაპი გადაასხა ინგლისელებს, როდესაც ცხრიანში შეახვია ბურთი ''სიტის'' გოლკიპერის კარში. სნეიდერის თქმით, მისმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა.
"ინგლისით ვერ აღვფრთოვანდი. თუ სწრაფად დაიწყებდი სირბილსა და მოძრაობას, იმწამსვე დიდ თავისუფალ სივრცეს შეიქმნიდი,"-განაცხადა "ინტერის" გამთამაშებელმა ნიდერლანდულ ტელევიზია - Veronica-თან.
"პირველ ტაიმში ცოტა მომენტი გვქონდა, რაც ძირითადად თამაშის დაბალი ტემპით იყო განპირობებული. თუმცა, მეორე ნახევარში მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა და მაშინ გამოჩნდა ინგლისის ნაკრების სუსტი მხარეები.
"შესანიშნავი საღამო იყო. ინგლისი ნიდერლანდების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე დაპირისპირებაა. უფრო სასიამოვნოა, როდესაც ასეთ პრინციპულ მატჩში გამარჯვებას მოიპოვებ,"-
|