ბრიტანული პრესა იუწყება, რომ მილანის "ინტერის” ნახევარმცველ უესლი სნეიდერს ძალების გამოცდა ინგლისის პრემიერლიგაში სურს.
"სნეიდერს ინგლისში თამაში უნდა, – საუბრობს ანონიმური წყარო. – მას ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში სურდა "მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება, თუმცა მაშინ ტრანსფერს ფინანსურმა და კიდევ სხვა დეტალებმა შეუშალეს ხელი”.
"მიუხედავად ამისა, ის კვლავ ფიქრობს პრემიერლიგაში თამაშზე. მას მოსწონს ინგლისურ სტადიონებზე გამეფებული განსხვავებული ატმოსფერო. უესლი დარწმუნებულია, რომ მისი სათამაშო სტილი იდეალურად მოერგება ინგლისურ ფეხბურთს”.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სნეიდერის გადაბირებით ლონდონის "ჩელსი” და "მანჩესტერ სიტი” არიან დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზამთარს სნეიდერმა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის” წინადადება უარით გაისტუმრა, თუმც რუსებს ფეხბურთელისადმი გულუხვი შეთავაზება ჰქონდათ.
|