როგორც საფეხბურთო "თოქ-შოუს" Il Processo di Biscardi-ს ოფიციალური საიტი იტყობინება "ინტერი" და "მილანი" მართავენ მოლაპარაკებას, გრანდიოზულ ტრანსფერთან დაკავშირებით. "როსონერი" დიდ ინტერესს გამოთქვამს უესლი სნეიდერის მიმართ, რომლის ადგილიც კლაუდიო რანიერის "ინტერში" არ მოიძებნა. თავის მხრივ "ნერაძური" წინააღმდეგი არ არის, რომ საკუთარ რიგებში ალეშანდრე პატო იხილოს. ბოლო პერიოდში ბრაზილიელი ფეხბურთელი ლაზარეთში უფრო დიდ დროს ატარებს ვიდრე მოედანზე. ამბობენ, რომ ტრავმირებული ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვით "ინტერის" პრეზიდენტი, მასიმო მორატი არის დაინტერესებული. კლუბებს შორის მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება.
ai es barteri ki brwyinvale iqneba, sneideri mainc ukve nel nela warmavalia pato kide axalgazda bichia tan mshvenieri motamashec, imedia gaachalichebs morati patos datrevas