მორატის ვესლი სნეიდერის განცხადებაზეც სთხოვეს კომენტარის გაკეთება - ჰოლანდიელის თქმით, ჯერ კიდევ არ იცის სად გააგრძელებს კარიერას: "ვესლი ბრწყინვალე ფეხბურთელია და მისი სხვაგან გაშვების არავითარი სურვილი არ გვაქვს. მისი თქმით, ძალიან უყვარს "ინტერი, თუმცა არ იცის სად გააგრძელებს კარიერას. სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვებმა გული დამწყვიტა, რადგან სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ, ჩემთან საუბარში კარიერის "ნერაძურიში"'დასრულების სურვილი გამოხატა. როგორც ჩანს, ბოლო დღეებში მაცდური წინადადება მიიღო და თავგზა აებნა. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და იქ გააგრძელებს კარიერას, სადაც მას ყველაზე მეტად აფასებენ".