ჰერკულესის” თავდამსხმელი, დევიდ ტრეზეგე აცხადებს, რომ იანვრის სატრანსფერო სეზონზე შანსი ჰქონდა იტალიაში დაბრუნების, სადაც ის დიდი ხნის განმავლობაში "იუვენტუსის” ინტერესებს ოცავდა.ინტერესს ფეხბურთელის მიმართ ორი მილანური კლუბი იჩენდა – "ინტერი” და "მილანი”.
"დიახ შემიძლია დავადასტურო, რომ "მილანმა ოფიციალური შემოთავაზება იანვარში გამიკეთა, რომლის შემდეგაც იგივე შემოთავაზება "ინტერისგან” მივიღე. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი კლუბებისგან შემოთავაზებების მიღება, მაგრამ არსად გადასვლას არ ვაპირებ. მინდა "ჰერკულესში” დავრჩე და აქ გავაგრძელო დაწყებული საქმე”.
|