Gazzetta dello Sport-ს თუ ვენდობით "ინტერი" და ბილბაოს ატლეტიკის მწვრთნელი მარსელო ბიელსა უკვე კონტრაქტზეც შეთანხმდნენ. თუ ანდრეა სტრამაჩიონი თავის შესაძლებლობებს ვერ დაანახებს მორატის და ტიფოზებს ბიელსა უპირველესი კანდიდატურაა მილანში ჩამომსვლელის. სავარაუდოდ ბიელსას ახალ გუნდში რამოდენიმე ფეხბურთელი გადმოყვება გაიჟღერა იკერ მუნიაინის და ოსკარ დე მარკოსის სახელმა. "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი მზად არის "ბიელს" შესთავაზოს 7 მილიონი ევრო წელიწადში, სავარაუდოა, რომ ჩილელ სპეციალისტს და "ინტერს" შორის მოლაპარაკება ზაფხულში გაიამრთება.
აღსანიშნავია, რომ ბიელსას სახელს "ინტერს” ზაფხულშიც უკავშირებდნენ, თუმცა, მაშინ მოლაპარაკება არ შედგა. რადგან ბიელსას სიტყვა ქონდა გუნდისთვის მიცემული და არ გატეხა.
|