დასრულდა ევროტურნირების მერვედფინალური ეტაპი და უეფამ უახლესი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო 5 წლის შედეგებით დგინდება. სწორედ ბოლო ხუთწლეულში მიღებული ქულებით ვლინდება, თუ რომელი ქვეყანა რამდენ გუნდს გაიყვანს ჩემპიონთა ლიგასა თუ ევროპის ლიგაზე. სწორედ კლუბების ხუთწლიანი რეიტინგის მიხედვით ხდება მათი განთესვა საკვალიფიკაციო ეტაპებზე. ასე რომ, ყველაზე მოქნილი რეიტინგი სწორედ ესაა. აქვე, ათეულიც 2012 წლის 16 მარტის მონაცემებით: 1. ბარსელონა – 151,865 2. მანჩესტერ იუნ. – 141, 632 3. ჩელსი – 125,632 4. ბაიერნი – 123,703 5. რეალი – 123,703 6. არსენალი – 113,632 7. ინტერი – 104,967 8. პორტუ – 97,869 9. ლიონი – 94,835 10. ლივერპული – 90,632