ბილბაოს "ატლეტიკის" არგენტინელი თავკაცი მარსელო ბიელსა და ლონდონის "ჩელსიდან ახლახან გაშვებული პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილებიან.
იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანური გუნდის ახლანდელი თავკაცი კლაუდიო რანიერი გუნდს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.
აღნიშნავენ, რომ "ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატისთვის ბიელსას კანდიდატურა უფრო მისაღებია, რადგან მას არგენტინელის სათამაშო სტილი უფრო მოსწონს.