კვირა, 22.12.2024, 22:11
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მარტი » 8 » ზამთარში მესი და კაკა იგეგმებოდა?
15:10
ზამთარში მესი და კაკა იგეგმებოდა?
       

 ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას თავისუფლად შეგვიძლია დღის მთავარი სპორტული ცნობის სტატუსი მივანიჭოთ. აღნიშნული გაზეთის მტკიცებით, "ინტერის" პრეზიდენტი წლის საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის შეძენას აპირებს.

"იანვარში მე "ინტერში" მესის მოვიყვან", - მოჰყავს ესპანურ გამოცემას "ნერაძურის" მფლობელის სიტყვები. როგორც ხედავთ, იტალიელ ნავთობმაგნატს უკვე ტრანსფერის განხორციელების დროც გადაუწყვეტია და მის სისრულეში მოყვანას არა ზაფხულში, არამედ იანვარშივე გეგმავს. აქვე დავამატებთ, რომ "ოქროს ბურთისა" და "ოქროს ბუცის" მფლობელ მესის "ბარსელონასთან" ხელშეკრულების ვადა 2014 წელს ეწურება, კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტში კი უწერია, რომ ვინც მის შეძენას მოისურვებს, 200 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ახლა ძნელია იმის მტკიცება, რამდენის გადახდას აპირებს მორატი, ფაქტი კი ერთია - ესპანური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. მაგალითად, ცნობილი იტალიელი მიმომხილველი ალფრედო პედულა ამტკიცებს, რომ აღნიშნული ცნობა ჟურნალისტთა ფანტაზიის ნაყოფია და მას რეალობასთან არაფერი აკავშირებს.

"დღესავით ნათელია, რომ "ინტერი" მესის შეძენას ვერ შეძლებს. ამგვარი ცნობების გავრცელება მხოლოდ ერთი მიზანი გააჩნია - საზოგადოების ყურადღების მიქცევა. ჩემი აზრით, აღნიშნულ ინფორმაციას რეალური საფუძველი არ გააჩნია", - ამბობს პედულა.
საინტერესოა, რომ ეს პირველი ხმაურიანი სატრანსფერო ინფორმაცია არ არის, რომელიც მასიმო მორატის სახელს დაუკავშირეს. მავანთა მტკიცებით, "ინტერის" პრეზიდენტი ძალიან შეშფოთებულია მისი გუნდის ყველაზე პრინციპული მეტოქის, "მილანის" გაძლიერებით და ცდილობს, ოპონენტს საკადრისი პასუხი გასცეს. თანაც, ამით "ნერაძურის" ტიფოზებსაც ასიამოვნებს, რომლებიც კლუბის მფლობელის ბოლოდროინდელი პასიურობით უკმაყოფილო არიან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ გაჩნდა ცნობა - მორატი კაკას შეძენას აპირებსო. ალფრედო პედულას არ იყოს, მაშინდელი ეს ინფორმაციაც ბევრმა ჭორად აღიქვა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, "ინტერის" პრეზიდენტი მართლაც სერიოზულად ყოფილა დაინტერესებული ბრაზილიელი ფლეი-მეიქერის შეძენით. უფრო მეტიც, ზოგიერთი მიმომხილველი ამტკიცებს, რომ მხარეებმა კაკას ტრანსფერის თაობაზე წინასწარი მოლაპარაკება უკვე გამართეს.

მიდი ახლა და ამტკიცე, მართლა აპირებს მორატი მესის შესაძენად ბრძოლას, თუ ყველაფერი El Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის მონაჭორია...
ნანახია: 646 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 Giuseppe-Meaca  
0

2 nerazuri  
0
tyuilia yvelaferi,ise ki iyo mesize da kakaze bazari mara magas morati ver shedzlevs mesi kai xani ar wava barsada da kakasi ra mogaxsenot..messi ro intershi movides gavafren sixarulisgan :D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter