როგორც ჩანს მაურო ზარატე მილანის ინტერში დარჩენას აღარ აპირებს.საქმე იმაში გახლავთ, რომ გასულ ზაფხულს ნერაძურიმ ფორვარდი ლაციოსგან არენდით აიყვანა და იმ შემთხვევაში თუკი სეზონის ბოლოს ფეხბურთელი მილანელთა იმედებს გაამართლებდა მას საბოლოოდ შეისყიდავდნენ, თუმცა.ზარატემ ინტერის შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო. მაუროს ცუდმა თამაშმა ნერაზურის ბოსების იმედგაცრუება გამოიწვია.ამის შესახებ კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა საკუთარი ტვიტერის მეშვეობით:"მე აქ აღარაფერი დამრჩენია. ინტერთან ყვლაფერი დამთავრებულია”-წერს ფეხბურთელი.შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ლაციომ ზარატე ალ სადისგან 20 მილიონად იყიდა.