მილანის "ინტერში” რომის "ლაციოდან” იჯარით მოთამაშე მაურო სარატე "ნერაძურის” ზაფხულში დაემშვიდობება. მასიმო მორატის კლუბს 25 წლის არგენტინელის გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვს, მაგრამ ფეხბურთელის გარჯით უკმაყოფილოა და მისი დატოვება აღარ სურს. "ინტერში” დიდი დრო აღარ დამრჩა. ყველაფერი დასრულებულია”, - დაწერა თავდამსხმელმა თავის Twitter-ზე. ცნობისათვის, სარატემ "ინტერის” მაისური 24 მატჩში მოირგო და თავის გუნდს მხოლოდ გოლით დაეხმარა.