ოთხშაბათი, 26.06.2024, 05:16
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 18
La Gazzetta Dello Sport:

დიეგო მილიტო:"ლავეცი? მომწონს ეს ფეხბურთელი”

"ის ჩემპიონია. მის გვერდიგვერდ თამაში შესანიშნავი იქნებოდა. რაც შეეხება დესტროს, იგი დიდ გუნდში ასპარეზობისათვის მზადაა”

"ეს მაისური ჩემი ნაწილია. "ინტერთან” კონტრაქტი 2014 წლამდე მაკავშირებს და მსურს, კიდევ მოვიგო სკუდეტო”

სკანდალი ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით – კონტეს თავს უსიამოვნებებია: ეჭვი ორ შეხვედრაზეა

"ნოვარა” – "სიენა” და "ალბინოლეფე” – "სიენა”: კარობიოს ბრალდება და პალაცის გამოძიება ამ მატჩების თაობაზე

"იუვეს” ბლიტცი სუარესზე, ჰორიზონტზე დესტროც ჩანს

რეია და "ლაციო” ერთმანეთს დაემშვიდობნენ:"ეს დასასრულია”
ნანახია: 621 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 18.05.2012 | კომენტარი (3)

მილანის "ინტერში" ფეხბურთელების წასვლა-დარჩენის საკითხთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა:

"ინტერმა" უნდა იმუშაოს, რათა იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში არიან და შესაბამის ამოცანებს პასუხობენ, მაქსიმუმი მიიღოს.

ამას გარდა, კლუბმა ახალბედები უნდა ეძებოს, რომლებიც მწვრთნელის იდეებს შეესაბამებიან და რაც მთავარია, "ინტერში" თამაშისთვის სათანადო დონეზე იმყოფებიან.

სნეიდერს იმ მოთამაშედ მივიჩნევთ, რომელსაც კლუბის მომავლისთვის მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

ლუსიომ ცოტა ხნის წინ გვითხრა, რომ თავისი მომავალი ჯერ კიდევ არ გაურკვევია. ასე რომ, შევხედავთ. შესაძლოა, მისთვის სხვა კლუბში გადასვლა უმჯობესი აღმოჩნდეს.

დიეგო ფორლანი? "ინტერში" დარჩენა ბევრ მოთამაშეს სურს, მაგრამ ვნახოთ, შესაძლოა, ზოგიერთისთვის წასვლა სჯობდეს.

ანდრეა სტრამაჩიონი მთავარ მწვრთნელად ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 595 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 18.05.2012 | კომენტარი (4)

 

 Sky Sport 24-ის ცნობით, "მილანი" თავისი თანაქალაქელის,"ინტერის"ურუგვაელი თავდამსხმელით, დიეგო ფორლანით დაინტერესდა.

ვია ტურატიზე ეს იდეა თავში იმიტომ მოუვიდათ, რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს "ნერაძურისთან" კონტრაქტი ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ნანახია: 598 | დაამატა: nerazuri | თარიღი: 18.05.2012 | კომენტარი (3)

მილანის "ინტერის" კაპიტანი მილანის "ინტერის" კაპიტანი ხავიერ ძანეტი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ "ნაპოლის" მისი თანამემამულე თავდამსხმელი ეზეკიელ ლავესი მილანურ კლუბს გააძლიერებს.

"სიმართლე გითხრათ, ლავესისთან არ მილაპარაკია. ვფიქრობ, რომ მან "ინტერის" შესახებ ყველაფერი იცის, ერთმანეთის წინააღმდეგ ხომ ბევრჯერ გვითამაშია. მისი მომავალი მისსავე ხელშია. ძალიან კარგი იქნება, თუ ის "ინტერში" გადმოვა, რადგან ბრწყინვალე მოთამაშეა", - აღნიშნა 38 წლის არგენტინელმა იტალიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
ნანახია: 576 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 18.05.2012 | კომენტარი (2)


როგორც მოგეხსენებათ მეორე წრის დასაწყისში "ინტერს" არენდით ყავდა აყვანილი"პორტოს" კოლუმბიელი ნახევრმცველი ფრედი გუარინი.  გუშინ კი გუარინმა  4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ინტერთან". გუარინის ტრანსფერი 11 მილიონი ევრო დაჯდა
ნანახია: 614 | დაამატა: interelia | თარიღი: 18.05.2012 | კომენტარი (6)

საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter