მთავარი » 2012 » მაისი » 01
"ლაციოს” სპორტული დირექტორის, იგლი ტარეს განცხადებით, მაურო სარატეს "ინტერისთვის” მიყიდვასთან დაკავშირებით, რომაელები მოლაპარაკებებს მალე გამართავენ.
მაურო სარატე "ინტერში” 2011 წლის აგვისტოში გადავიდა. კლუბებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, თუ მილანელებს არგენტინელის გამოსყიდვა მოუნდებათ, მათ 16 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
"სარატეს სატრანსფერო ფასი განხილვას არ ექვემდებარება. უახლოეს მომავალში, "ინტერის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გავმართავთ და ბევრი რამ გაირკვევა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები” – აცხადებს ტარე Radio Mana Mana-სთან საუბრისას.
"ინტერში” გადასვლის შემდეგ, 25 წლის სარატემ სერია A-ში 21 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ნანახია:
582
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
01.05.2012
|
|
მადრიდის "რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ იტალიელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ოდესმე ძალებს სერია A-შიც მოსინჯავს.
"რეალში” თამაშით ძალიან ვამაყობ. აქ ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ. როცა ფეხბურთელი ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ იღებს, მან კლუბი უნდა შეიცვალოს. ახლა "რეალში” ყველაფერი მაკმაყოფილებს, ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია”, – საუბრობს რონალდუ.
"სერია A-ს ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატების შემდეგ მესამე ადგილზე ვაყენებ, თუმცა იტალიის პირველობაც საკმაოდ ძლიერი ტურნირია. შესაძლოა, ოდესმე რომელიმე იტალიურ კლუბშიც ვითამაშო. როგორც ამბობენ, არასდროს თქვა არასდროს. სერია A-ში ასპარეზობენ ისეთი ძლიერი გუნდები, როგორებიცაა: "იუვენტუსი”, "მილანი”, "ინტერი”, – პორტუგალიელი ვარსკვლავის სიტყვ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
597
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
01.05.2012
|
|
როგორც Tuttosport იტყობინება, მოსკოვის "სპარტაკი" მილანის "ინტერის" ნახევარმცველით უესლი სნეიდერით დაინტერესდა.
წყაროს თანახმად, დედაქალაქური კლუბი მზადაა ნიდერლანდელ ფეხბურთელს შესთავაზოს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც იგი სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით.
შეგახსენებთ, რომ სნეიდერს "ნერაძურისთან" 2015 წლამდე აკავშირებს. 27 წლის ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ განიკურნა ტრავმისაგან, რომლის გამოც მან თვეზე მეტი იუქმა.
ნანახია:
574
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
01.05.2012
|
|
ახალგაზრდა იტალიელი თავდამსხმელი მატია დესტრო ზაფხულის სატრანსფერი პერიოდში რომელიმე გრანდში უნდა გადავიდეს.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, "სიენას” 21 წლის ფორვარდმა, რომელზეც უფლებების ნახევარი "ჯენოას” ეკუთვნის, 27 მატჩში 10 გოლი გაიტანა და Football Italia-ს მტკიცებით, მისი პერსონით ტურინის "იუვენტუსი” და მილანის "ინტერი” დაინტერესდნენ. სხვათა შორის, დესტრო სწორედ მილანური კლუბის აღზრდილია.
"დესტროს აქვს ყველა ის თვისება, რომელთა გამოც მატიათი ტოპ-კლუბები უნდა დაინტერესდნენ და სულაც არ მიკვირს, მასზე ასეთი მოთხოვნა რომ გაჩნდა. ზუსტად ვიცი, რომ მატიას შეძენა ორ-სამ გრანდს ახლავე სურს”, - განაცხადა "სიენას” სპორტულმა დირექტორმა ჯორჯო პერინეტიმ.
ნანახია:
556
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
01.05.2012
|
| |
|
|