მთავარი » 2012 » მაისი » 15
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ მილანური კლუბის დატოვებას არ აპირებს.
"ეს სეზონი ჩემთვის წარუმატებლად წარიმართა. ორი ტრავმა მივიღე, შემდეგ კი ჩემთვის უჩვეულო პოზიციაზე მომიხდა თამაში. ამას შევეგუე, რადგან უცნაური არაფერია.
"ინტერში" ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის ჩემი სჯერა. თუ "ინტერის" ხელმძღვანელობა ჩემს გაყიდვას არ გადაწყვეტს, გუნდიდან არ წავალ. ჯერჯერობით ტრანსფერის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამთ", - თქვა ურუგვაელმა.
|
მილანის ინტერის რუმინელმა მცველმა კრისტიან კივუმ ზაფხულში შესაძლოა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს.
31-წლის მცველი,რომელსაც ნერაძურისთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება,ვერა და ვერ უთანხმდება ინტერის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის პირობებზე.
ეს ინფორმაცია კივუს აგენტმა რუმინულ პრესასთან საუბარში დაადასტურა:
"ვფიქრობ,რომ ინტერთან შეთანხმება ძალიან შორსაა.ისინი იმაზე ძალიან ცოტას გვთავაზობენ,რასაც ჩვენ ვითხოვთ.ჩემს კლიენტს შემოთავაზებები უცხოეთიდან აქვს.მაგრამ ინტერს კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ,შემოგვთავაზოს იმდენი რამდენიც ჩვენ გვსურს.წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვიძლია განვაცხადოთ,რომ ინტერმა კრისტიანი თავად გაუშვა",-განაცხადა მცველის აგენტმა იოან ბეკალიმ.
|
კატანიის ნახევარმცველი ალეხანდრო გომესი მილანის ინტერის ინტერესების სფეროში მოექცა.
იტალიური პრესის ინფორმაციით,გასული სეზონში ინტერის სკაუტების კატანიის მატჩებს რეგულარულად ესწრებოდნენ,რათა 24-წლის ფეხბურთელის თამაშს დაკვირვებოდნენ.
მაგრამ ფეხბურთელსა და ინტერს ერთმანეთს ერთი დაბრკოლება აშორებთ - კლუბები ფეხბურთელის ფასზე ვერ თანხმდებიან.ინტერი ალეხანდროში 6 მილიონ ევროს იხდის,კატანია კი ფეხბურთელის გაშვებას 10 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.
|
ყველაზე ცუდი გუნდი: ფრეი, კალაძე, კიაერი, მასიელო, ელია, კრასიჩი, გაგო, ვარგასი, ფორლანი, პატო, ჯილარდინიო.
მწვრთნელი : ლუის ენრიკე
|
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ჩეზარე პრანდელი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის წინ საკუთარ გუნდზე და მის ფეხბურთელებზე საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუს… „როდესაც ფეხბურთელი ვერ ხვდება ეროვნულ ნაკრებში, ის ფიქრობს, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, თუმცა მე არჩევანი მათი დამსახურებების მიხედვით გავაკეთე. ძალიან მაინტერესებს ვინ უნდა მომეწვია დი ნატალეს ან ჯოვინკოს ნაცვლად.”
"რატომ ექვსი თავდამსხმელი? ეს სწორედ ის რაოდენობაა, რამდენიც ჩემს სათამაშო სქემას სჭირდება. სანამ ნაკრებში გამოვიძახებდით ჩვენ ყველა ფეხბურთელი დეტალურად შევისწავლეთ და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ ვის შეუძლია 100%-ით გაგვიწიოს დახმარება. "
"დღეს დღეობით აღარ არსებობს ცნება „ნომინალური თავდამსხმელი". ბალოტელის შეუძლია ითამაშოს როგორც ცე
...
კითხვის გაგრძელება »
|
Sky Sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავათ ანტონიო კონტეს დიდი სიმპათიებისა, ბიანკონერები ანდრეა რანოკიას დამატებას ვერ მოახერხებენ.ბებერი ქალბატონის მთავარი მწვრთნელი იტალიელი უკანახაზელის დიდი ქომაგია და მისი ხილვა ტურინში ძალიან სურს, თუმცა საქმე იმაშია, რომ ნერიაძურის ხელმძღვანელობა "ბარის” ყოფილ ფეხბურთელს ლუსიოს შემცვლელად მოიაზრებს.
|
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ მომავალი სეზონიდან, შესაძლოა, ფლორენციის "ფიორენტინა” გაწვრთნას. ბოლო დროს, ამის ალბათობა იტალიურ პრესაში აქტიურად განიხილება და 60 წლის სპეციალისტმა, რომელიც მილანის "ინტერიდან” ცოტა ხნის წინ დაითხოვეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. "ჩემთვის დიდი პატივი იქნება "ფიორენტინაში” დაბრუნება. თუ შემოთავაზება რეალურად იქნება, სავარაუდოდ, ჩემი პასუხიც დადებითი იქნება. რაც შეეხება "ინტერში” გატარებულ პერიოდს, გუნდმა იმაზე მეტი ქულა აიღო, ვიდრე ჩემი წინამორბედის მუშაობისას”, - თქვა რანიერიმ. კლაუდიო რანიერი "ფიორენტინას” 1993-1997 წლებში ავარჯიშებდა და 1996 წელს გუნდს ქვეყნის თასი და სუპერთასი მოაგებინა. ეს სპეციალისტი სხვადასხვა დროს "ვალენსიას”, მადრიდის "ატლეტიკოს”, "ჩელსის”, "იუვენტუსს” და "რომას” ავარჯიშებდა.
|
არგენტინელ ნახევარმცველს სჯერა,რომ შემდეგ სეზონში ნერაძური მოახერხებს და წარმატებით იასპარეზებს.
"ეს სეზონი ძალიან სწრაფად უნდა დავივიწყოთ",-განაცხადა ესტებანმა Inter Channel-თან ინტერვიუში. "ისეთი კლუბი,როგორიც ინტერია,შეუძლია ერთი სეზონი ჩააგდოს.მაგრამ მხოლოდ ერთი,მეტი არა.ახლა გუნდში სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მომდევნო სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ".
"შეცდომები იყო,მაგრამ ამაზე ლაპარაკს უკვე მნიშვნელობა აღარ ააქვს.მთავარია სწორი ნაბიჯები გადავდგათ და ეს შეცდომები აღარ გავიმეოროთ".
| |
|
|