პარასკევი, 24.05.2024, 02:46
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 07

ინტერი – მილანი 4:2
გოლები: მილიტო, 14, 52, 79 (ორი პენალტით),მაიკონი, 87 – იბრაჰიმოვიჩი, 44 (პენალტით), 46

ინტერი: ჟულიო სეზარი,მაიკონი,სამუელი,ლუსიო,ნაგატომო,გუარინი (ობი, 62),კამბიასო,ძანეტი,სნეიდერი (კორდობა, 84),ალვარესი (პაცინი, 75),მილიტო

მილანი: აბიატი (ამელია, 34),აბატე,ნესტა,იეპესი,ბონერა (დე შილიო, 21),ვან ბომელი,მუნტარი (კასანო, 78),ნოჩერინო,ბოატენგი,იბრაჰიმოვიჩი,რობინიო

გაფრთხილებები: ჟულიო სეზარი,ძანეტი,ალვარესი – ნოჩერინო,აბატე,ვან ბომელი
ნანახია: 550 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.05.2012 | კომენტარი (2)



"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ინტერთან" (2:4) იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა.

იტალიელმა სპეციალისტმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ "როსონერი" "ნოვარასთან" სერია A-ს ბოლო მატჩში გამარჯვებას მოიპოვებს, რომელიც 13 მაისს "ჯუზეპე მეაცას" სტადიონზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დერბიში "მილანის" დამარცხებამ და "კალიარისთან" (0:2) გამარჯვებამ "ბებერ ქალბატონს" ტურით ადრე ჩემპიონობა გაუფორმა.

"ჩემმა შეგირდებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ სამწუხაროდ, დერბიში მოგება ვერ შევძელით, რადგან ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა. ეს კი არ შე ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 567 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.05.2012 | კომენტარი (5)



გუშინ "სან სიროზე" მილანური "დერბი დელა მადონინა" ჩატარდა, ის "ნერაძურის" გამარჯვებით დასრულდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლის მიუხედავად, "როსონერიმ" თამაში ვერ გადაარჩინა, მილიტომ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, მატჩს წერტილი კი ბრაზილიელმა დუგლას მაიკონმა შორეული დარტყმით დაუსვა.


სტატისტიკა

45% ბურთის ფლობა 55%
15 დარტყმები 13
11 ზუსტი დარტყმები 6
4 არაზუსტი დარტყმები 7
20 ჯარიმები 11
10 კუთხურები 4
2 თამაშგარეები 3
22 აუტები 19
4 სეივები 8
12 დარტყმები კარიდან 6
9 დარღვევვები 17
4 ყვითელი ბარათები 3
ნანახია: 527 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.05.2012 | კომენტარი (3)



კვირას გამართული იტალიის ჩემპიონატის 37 ტურის შემდეგ "ინტერი"-"მილანი" (4:2), თანაქალაქელები დაჯარიმდნენ, ფანების სიმღერებისა და ბანერების გამო, იტყობინება France Football. "ნერაძურის" მოუწევს 20000 ევროს გადახდა, ამ თანხაში შედის ის რაცისტული ბანერიც რომელიც "ნერაძურის" გულშემატკივრებს კვირას გამართულ შეხვედრაში ჰქონდათ, ბანერი კი ეხებოდა მილანელ ნახევარმცველს სალი მუნტარის, რომელიც მილანმა ამ ზამთარში არენდით აიყვანა. თავის მხრივ "შავ-წითლები" დაჯარიმდნენ 10000 ევროთი. 
ნანახია: 651 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 07.05.2012 | კომენტარი (6)

"ინტერი"

ჟულიო სეზარი - 6.5; ხავიერ ძანეტი - 7.0; ლუსიო - 6.0; მაიკონი - 6.5; ვოლტერ სამუელი - 6.5; იუტო ნაგატომო - 6.0; უესლი სნეიდერი - 7.0; რიკი ალვარესი - 5.5; ფრედი გუარინი - 6.0; ესტებან კამბიასო - 6.0; დიეგო მილიო - 8.5

შეცვლაზე შემოსულნი: ივან კორდობა - 6.0; ჟოელ ობი - 6.0; ჯამპაოლო პაცინი - 6.0

"მილანი"

კრისტიან აბიატი - 6.5; ალესანდრო ნესტა - 6.0; ინიაციო აბატე - 5.0; დანიელე ბონერა - 5.5; მარიო იეპესი - 5.5; მარკ ვან ბომელი - 6.5; სალი მუნტარი - 6.0; ანტონიო ნოჩერინო - 6.0; კევინ-პრინს ბოატენგი - 5.5; ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 7.5; რობინიო - 7.0

შეცვლაზე შემოსულნი: მარკო ამელია - 6.0; მატია დე შილიო - 6.5; ანტონიო კასანო - 6.0

მატჩის საუკეთესო

Goal.com-ის რეიტინგით: დიეგო მილიტო


ნანახია: 552 | დაამატა: nerazuri | თარიღი: 07.05.2012 | კომენტარი (4)




გუშინდლამდე "ინტერის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეა სტრამაჩონი, მომდევნო სეზონიდან, მილანური გუნდის სრულფასოვანი დამრიგებელი გახდება. "მილანთან” დამაჯერებლად მოგების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია "ინტერის” პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ დაადასტურა.

"ვადასტურებ, რომ მომდევნო სეზონში, გუნდის მთავარი მწვრთნელი სტრამაჩონი იქნება. გუშინ, მან "მილანი” ბრწყინვალე სტილში დაამარცხა, რაც ძალიან მომეწონა” – ციტირებს მორატის სიტყვებს Sky Italia.

36 წლის სტრამაჩონიმ "ინტერის” პირველი გუნდი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც მორატიმ თანამდებობიდან კლაუდიო რანიერი გაათავისუფ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 559 | დაამატა: inter | თარიღი: 07.05.2012 | კომენტარი (7)

კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 591 | დაამატა: interelia | თარიღი: 07.05.2012 | კომენტარი (6)


რა თქმა უნდა, დღის და მთლიანად ტურის მთავარი მოვლენები მილანში და ტრიესტაში მიმდინარეობდა: მილანურ დერბიში ერთმანეთს ”ინტერი’’ და ”მილანი’’ დაუპირისპირდნენ, პარალელურად კი ”კალიარი” ”იუვენტუსს’’ მასპინძლობდა.

დერბი დე ლა მადონინა თავიდანვე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და მე-14 წუთზე ფეხბურთის დაუწერელი კანონი ”ვერ გაიტან, გაგიტანენ” ამოქმედდა: მე-11 წუთზე ზლატან იბრაჰომივჩმა რობინიოს ჩაწოდების შემდეგ ასპროცენტიანი შანსი გაუშვა ხელიდან, სამიოდე წუთში კი ”როსონერის’’ მცველებს მაიკონი გაეპარათ, ამით კი დიეგო მილიტომ ისარგებლა და ანგარიში გახსნა — 1:0. ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 649 | დაამატა: nerazuri | თარიღი: 07.05.2012 | კომენტარი (5)

საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter