კვირა, 22.12.2024, 17:51
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 12


როგორც იტალიური მედია საშუალებები იტყობინებიან, "მილანის" ხელმძღვანელობა გუშინ შეიკრიბა და მოაწყო თათბირი, სადაც განხილული იყო გუნდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული თემები, ისეთი როგორიცაა მარიო ბალოტელის და უესლი სნეიდერის "როსონერიში" გადმოყვანა.

პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ, ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ და მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ერთად ისადილეს, სადაც მათ ეს ყველაფერი განიხილეს. ახალი გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გალიანი და ბერლუსკონი კვლავ ენდობიან ალეგრის, მიუხედავად პრეზიდენტის მიერ ალეგრის მიმართ გაკეთებული უარყოფითი კომენტარიბისა.

როგორც La Gazzetta dello Sport იტყობინება, იტალიელმა ტაქტიკოსმა ნახევარდაცვაში კიდევ უფრო მაღალკვ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 595 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 12.05.2012 | კომენტარი (7)

   საქართველოს სამოციქულო ეკლესია დღეს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, მისი მოციქული გამხდარიყო, ამიტომ მას პირველწოდებული ეწოდა.

საეკლესიო სწავლების თანახმად, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ივერიის ქრისტიანობაზე მოქცევა ღვთისმშობელს ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოემგზავრა თავისი ხელთუქმნელი ხატით.

წმიდა ანდრია საქართველოში საბერძნეთისა და მცირე აზიის გავლის შემდეგ შემოვიდა. მას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, "ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად”.

წმიდა ანდრიამ აწყურში ეკლესია მოაწყო და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 632 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 12.05.2012 | კომენტარი (4)



ერთი ტურიც და იტალიის სერია A-ს 2011/2012 წლების გათამაშება ისტორიის საკუთრება გახდება. გასულ უქმეებზე, სკუდეტოს პატრონი გამოუჩნდა და მთავარი ინტრიგაც გაქრა, მაგრამ გასარკვევი ჯერ კიდევ ბევრი რამეა და შესაბამისად, უკანასკნელ ტურს დიდი ინტრერესით ველოდებით. 

ჩემპიონი "იუვენტუსია" და ბუნებრივია, რომ ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს; ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ქვეყნის ღირსებას "მილანიც" დაიცავს, რომელსაც მეორე ადგილში ნამდვილად ვერავინ შეეცილება; სამაგიეროდ, გასარკვევია ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურის მფლობელი და გასარკვევია ისი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 658 | დაამატა: interista | თარიღი: 12.05.2012 | კომენტარი (6)

გუშინ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ინტერის პრეზიდენტი, მასიმო მორატი ეზეკილ ლავეცის შეხვდა და ისიც გამოქვეყნდა, რომ მათ კონტრაქტის პირობები შეათანხმეს, თუმცა ეს ყველაფერი სიცურე აღმოჩნდა.

27 წლის ფეხბურთელის აგენტმა დღეს განაცხადა, რომ მისი კლიენტი არავის არ შეხვედრილა და ისიც დაამატა, რომ ლავეცის არ სურს ამჟამად ნაპოლიდან წასვლა.

"ლავეცი მასიმო მორატის არასდროს არ შეხვედრილა და მას არასდროს არ ნდომებია გუნდის გამოცვლა. ეზეკილის პოზიცია ახლაც ასეთია, იგი არ აპირებს გუნდიდან წასვლას." - განაცხადა ალესანდ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 589 | დაამატა: nerazuri | თარიღი: 12.05.2012 | კომენტარი (3)

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ტიაგო მოტამ განაცხადა, რომ მილანის "ინტერის” დატოვებას უფრო ადრე აპირებდა, ვიდრე ეს მოხდა. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელმა ყოფილი თანაგუნდელების შესახებაც ისაუბრა.

"ინტერი” იანვარში დავტოვე, თუმცა წასვლა უფრო ადრე მსურდა. გუნდისთვის ყველაფერი გავიღე. კლუბიდან წასვლის შესახებ პრეზიდენტ მასიმო მორატის ვესაუბრე, თუმცა შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ჩემი "სან სიროზე” შენარჩუნება გადაწყვიტა და მეც იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი, რამაც ძალიან გამაბრაზა”, – საუბრობს მოტა.

"ვალტერ სამუელი ძალიან კარგი ადამიანია. ნორმალური ურთიერთობა მქონდა ხავიერ ძანეტისთანაც, დიეგო მილიტოს კი "ჯენოაში” ასპარეზობიდან ვიცნობდი. რაც შეეხება ესტებან კამბიასოს, მასთან დალაგებული ურთიერთობა არ მქონდა. ჩვენ განუყოფელნი არ ვყოფილვართ”.

"ვიმედოვნებ, რომ ლეონარდო "ინტყერში” მწვრთნელად არ დაბრუნდება, ჩვენ ის ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 617 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 12.05.2012 | კომენტარი (5)

ინტერის ფორვარდის, დიეგო ფორლანის მამა და აგენტი აცხადებს, რომ მის შვილს ინტერის დატოვება სურს, ამის მიზეზად კი პაბლო უთამაშობას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ურუგვაელი ინტერში გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა ეს ტრანსფერი არ გამართლდა, რადგან დიეგომ ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონის უდიდესი ნაწილის გამოტოვება მოუწია.

"მართალია დიეგოს ტრავმები აქვს ხშირად, თუმცა როცა იგი მწყობრში იყო არც მაშინ ათამაშებდნენ ხშირად." - აცხადებს პაბლო ფორლანი.

"ჩემი შვილი დამწუხრებულია მისი ინტერული კარიერის გამო, რადგან მას არ ათამაშებენ იმ პოზიციაზე, რომელზედაც წარმატებით გამოდიოდა ატლეტიკოში და ვილიარეალში."

"დიეგო 32 წლის არის და მიმაჩნია, რომ იგი კიდევ შეძლებს 3 წლით ფეხბურთის თამაშს, ამიტომ ჩვენ გვსურს, რომ მან კლუბი გამოიცვალოს."
ნანახია: 578 | დაამატა: Giuseppe-Meaca | თარიღი: 12.05.2012 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter