მთავარი » 2012 » მაისი » 09
"ინტერის" თავდამსხმელი დიეგო მილიტო, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში "მილანთან" შეხვედრისას (4:2) სამი გოლი გაიტანა, აღნიშნავს, რომ გუნდი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს და მესამე ადგილზე გასვლას მაქსიმალურად შეეცდება, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნონ.
შეგახსენებთ, რომ მომავალ შეხვედრას "ინტერი" უშუალო კონკურენტ "ლაციოსთან" გამართავს.
"ლაციოს" დამარცხებას ვაპირებთ. თეორიულად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის დიდი შანსები გვაქვს და გვჯერა, ამ შანსების პრაქტიკაში გამოყენებას შევძლებთ", - აცხადებს მილიტო.
ნანახია:
558
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
09.05.2012
|
|
გატუზოს ფეხებზე ჰკიდია ცხადია, ამ დისკუსიაში მილანელებიც ჩაერთნენ. "თუნდაც 60 ვარსკვლავი დაიკერონ, ფეხებზე მკიდია!" - გამოსცრა ჯენარო გატუზომ "ინტერთან" წაგების შემდეგ.
მილანური დერბის ყველაზე საინტერესო მომენტი ის გახლდათ, როცა "ინტერის" კარში საეჭვოზე საეჭვო პენალტი დაინიშნა. "ნერაძურის" მეკარე ჟულიო სეზარმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ენა გამოუყო და უთხრა, ან ააცილე, ანაც აგიღებო.
იბრამ პენალტი ნერვაუტოკებლად გაიტანა და "ინტერის" კიპერს მიუგო, მე მგონი, გავიდაო. საბოლოოდ "ინტერმა" 4:2 მოიგო და "იუვენტუსი" ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გააჩემპიონა.
სხვათა შორის, მას მერე, რაც "მილანს" მასიმილიანო ალეგრი წვრთნის, ხუთი "დერბი" გადაიტანა და ხუთივეში სხვადასხვა მწვრთნელების წინააღმდეგ მოუხდა პაექრობა. ფაქტია, რომ "ინტერის" ჰიმნში სიტყვა "პაზზა" ლოგიკურადაა ერთ-ერთი უმთავრესი.
|
ურუგვაელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა ბრაზილიურ ატლეტიკო მინეიროს სურს.
დიეგო ფორლანმა,2010-წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და ამერიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელმა,ამ სეზონში ინტერში თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.
არაოფიციალური ინფორმაციით,ატლეტიკო მინეირო დიეგო ფორლანს წელიწადში ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობს.
გარდა ამისა,ფორვარდისადმი ინტერესს კიდევ ერთი ბრაზილიური კლუბი გამოხატავს - კორინთიანსი.
|
ტურის გმირი ტურის საუკეთესო მოთამაშე დიეგო მილიტო გახლავთ, რომელმაც მილანური დერბის ბედი "ინტერის" სასარგებლოდ გადაწყვიტა და ამით, "იუვენტუსს" სკუდეტოსკენ გაუხსნა გზა.
არგენტინელმა ფორვარდმა ჯერ თამაშიდან გამოიჩინა თავი, შემდეგ კი ორი თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად და არა მარტო მატჩის, ტურის გმირიც გახდა. ნამატჩევს, დიეგო გახარებული გახლდათ და შემდეგი განაცხადა:
"გასულ სეზონში ჩავარდნა მქონდა და ბევრმა ჩამომწერა კიდეც, თუმცა ძალები მოვიკრიბე, არ დავნებდი და ყველას დავანახვე, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შემიძლია. მიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ჩვენ მოვიპოვებთ, რადგან ამას ნამდვილად ვიმსახურებთ".
|
ტურის სიმბოლური ნაკრები ალიარდი (ბოლონია) - დიაკიტე (ლაციო), სამუელი (ინტერი), ნატალი (ფიორენტინა), ძანეტი (ინტერი) - მილიაჩო (პალერმო), დიამანტი (ბოლონია) - ჯოვინკო (პარმა), ტოტი (რომა), მიკოლი (პალერმო) - მილიტო (ინტერი).
ტურის სიმბოლური ნაკრები ზედმეტად შემტევი გამოვიდა, თუმცა სიმბოლურიც იმად ჰქვია, რომ ხანდახან ლოგიკის ფარგლებსაც გავცდეთ. ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად დიეგო მილიტოა გამწესებული, თუმცა მის უკან სამი ნომინალური თავდამსხმელი შეირჩნენ: სებასტიან ჯოვინკო, ფრანჩესკო ტოტი და ფაბრიციო მიკოლი.
მილიტომ მილანურ დერბიში ჰეთთრიკი შეასრულა და ბუნებრივია, რომ რჩეულ ფეხბურთელთა შორის მოხვდა; სამი გოლი შეაგდო მიკოლიმაც, აი ტოტიმ კი დუბლი მიითვალა აქტივში და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ "რომას" სული და გულია. ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა სებასტიან ჯოვინკომაც, გოლს საგოლე პასი დაუმატა და სრულიად დამსახურებულად მოხვდა საუკეთესო თერთმეთ ფეხ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჯულიო სეზარი მაიკონი ლუსიო სამუელი ნაგატომო
ძანეტი კამბიასო პოლი რიკი ალვარესი სნეიდერი
მილიტო
სათადარიგო:კასტელაცი, რანოკია , კივუ , ზარატე,
...
კითხვის გაგრძელება »
| |
|
|