მთავარი » 2012 » მაისი » 10
. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ისლანდიასთან მინიმალური სხვაობით მოგებით, საქართველოს 17-წლამდელ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
587
|
დაამატა:
interelia
|
თარიღი:
10.05.2012
|
|
5 წლიანი კონტრაქტი, ნეაპოლის დატოვების სურვილი და მტკიცე გადაწყვეტილება კარიერის "ინტერში" გაგრძელების თაობაზე, ლავეციმ გადაწყვეტილება მიიღო, დღეს დაწერა La Gazzetta Dello Sport-მა.
ლავეცის უკვე აქვს სიტყვიერი მოლაპარაკება "ნერაძურისთან", მილანში მას თანამემამულე არგენტინელები ელოდებიან, მის მეგობარ გოგონასაც სურს მილანში ცხოვრება და არ სურს გადავიდეს "მანჩესტერ სიტიში" ან დაღესტანში. ერთი სიტყვით მან "ნაპოლის" ანიშნა, რომ "ინტერი" პრიორიტეტული ვარიანტია კარიერის გასაგრძელებლად.
ნანახია:
634
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
10.05.2012
|
|
მილანის "ინტერის" 38 წლის კაპიტანს ხავიერ ძანეტის და მის მეუღლე პაულას მესამე შვილი, ამჯერად ვაჟი შეეძინათ,რომელსაც ტომასი დაარქვეს. პატარა ტომასი ძანეტი გუშინ დილით 5:00 საათზე დაიბადა. პაულა და ახალშობილი ტომასი კარგად გრძნობენ თავს.
ნანახია:
586
|
დაამატა:
interelia
|
თარიღი:
10.05.2012
|
|
მილანის "ინტერის” იაპონელი განაპირა მცველი იუტო ნაგატომო კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. აღნიშნულ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს. ნაგატომოს "ინტერთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. იტალიური პრესის ცნობით, მილანელები 25 წლის იაპონელის თამაშით კმაყოფილნი არიან და მას ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებას, გარდა ამისა, გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობენ.
ნაგატომო "ინტერში” 2010 წლიდან თამაშობს. "ნერაძურის” მაისურით ჩატარებულ 61 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა.
|
უკვე ცნობილია იმ არბიტრების ვინაობა, რომლებიც 38ტურში "ლაციოს" და "ინტერის" შორის გასამართ მატჩს განსჯიან.
კვირას, 13 მაისს "სტადიო ოლიმპიკოზე" 22:45 წთ.ზე გასამართი მატჩის მთავარი არბიტრი ანტონიო დამატო იქნება. მას დავალების შესასრულებლად კაპელი და მაჯიანი დაეხმარებიან, მეოთხე არბიტრი კი ტალიავენტო გახლავთ.
|
35 წლის კოლუმბიელმა მცველმა ივან კორდობამ კარიერა დაასრულა. კორდობა 1999 წლიდან თამაშობდა "ინტერში” და ბევრი ტიტულიც მოიგო, ბოლო წლებში კი ძალიან მოაკლდა პრაქტიკა და ფორმალურადღა ითვლებოდა "ინტერის” ფეხბურთელად. კოლუმბიელს "ინტერში” დარჩენა სურს.
"მოთამაშის კარიერა დავასრულე, თუმცა კლუბში მუშაობა მსურს. ამ თემაზე უკვე ვესაუბრე "ინტერის” ხელმძღვანელობას. ალბათ, დამტოვებენ კიდეც” – უთხრა კორდობამ იტალიურ Ansa-ს.
ნანახია:
566
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
10.05.2012
|
|
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ ისაუბრა, თუ რა შეიცვალა "ნერაძურის" თამაშში ანდრეა სტრამაჩონის მოსვლის შემდეგ.
სტრამაჩონის ხელმძღვანელობით გუნდმა რვა შეხვედრაში ხუთი გამარჯვება მოიპოვა.
"მის შესახებ არაფერი ვიცოდი. გუნდში არავინ იცნობდა, რადგან ის მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობდა. თუმცა 36 წლის ადამიანის პირობაზე უკვე გამაკვირვა: კარგადაა მომზადებული, თავდაჯერებულია და ჩვენც გვიზიარებს საკუთარ თავდაჯერებას.
მას უნდა, რომ გუნდი მუდმივად უტევდეს. შეტევაში თამაში მართლაც გავაუმჯობესეთ. შესანიშნავია, რომ ის სამი თავდამსხმელით თამაშობს", - აღნიშნა არგენტინელმა.
|
Radio 24 – სთან საუბარში , ლუჩიანო მოჯიმ ბიანკონერის მესამე ვარსკვლავზე და სხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა : " პირადად ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული , მესამე ვარსკვლავს მორატის დავახატავდი შუბლზე და კიდევ ფიორილოს . რეალურად მეცოდება ” ინტერი ” . განვიცდი თუ არა რაიმეს ? მას შემდეგი ხასიათის პრობლემა აქვს : ის ჩემს წინააღმდეგ არის , გამომდინარე იქიდან რომ პოპულარული ვარ ცუდად იყენებს ჩემს სახელს . მათ ” ქურდის ” ზედმეტსახელი მომაკერეს , შედეგად ჩემგან სასამართლოში სრულიად სამართლიანი სარჩელი მიიღეს ” .
| |
|
|