მთავარი » 2012 » მაისი » 04
მილანის "ინტერის” ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა, რომელმაც აქილევსის მყესები გაიწყვიტა, ოპერაცია გაიკეთა, რაც ნიშნავს იმას, რომ სერბი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულად გამოცხადდა.
სტანკოვიჩი ორი კვირის განმავლობაში ტკივილით თამაშობდა. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ გართულებების თავიდან აცილების მიზნით ფეხბურთელისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ.
შეგახსენებთ, რომ "ინტერი” სერია А-ს დარჩენილ ტურებში "მილანისა” და რომის "ლაციოს” წინაარმდეგ ითამაშებს.
ნანახია:
719
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
04.05.2012
|
|
იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რასაკვირველია, კვირას ''სან სიროზე'' იმართება, სადაც დიად მილანურ დერბიში ერთმანეთის წინააღმდეგ ''ინტერი'' და ''მილანი'' წარსდგებიან.
სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩს მნიშვნელობა ''როსონერისთვის'' უფრო აქვს, ვიდრე ''ნერაძურისთვის'': მოგეხსენებათ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი სკუდეტოსთვის იბრძვის და იმის გამო, რომ წინა ტურში მისმა მთავარმა კონკურენტმა ''იუვენტუსმა'' საკუთარ მოედანზე ''ლეჩეს'' (1:1) ვერ მოუგო, სხვაობა ერთ კინკილა ქულაღამდე შემცირდა.
ნანახია:
858
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
04.05.2012
|
| |
|
|