მთავარი » 2012 » მაისი » 30
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი კრისტიან ვიერი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად სცნეს. თავის მხრივ, "ბობოს” აგენტი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად საჭირო საბუთები აქვს. "ვიერი 100%-ით უდანაშაულოა. მას ასეთ საქმეებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მიგვაჩნია, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ამას დავამტკიცებთ”, - ციტირებს ადვოკატის სიტყვებს Korrespondent-ი.
ნანახია:
594
|
დაამატა:
inter
|
თარიღი:
30.05.2012
|
|
მილანის "ინტერის” შემტევმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ სიტიში” გააგრძელოს. ბრიტანული გამოცემაDaily Mail-ის ინფორმაციით, "სიტი” მზადაა, მილანელებს ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზოს. სნეიდერი "ინტერში” 2009 წლიდან გამოდის და 108 მატჩში 19 გოლი გაიტანა, თან 32 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ნანახია:
599
|
დაამატა:
inter
|
თარიღი:
30.05.2012
|
|
მილანის "ინტერის” აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ერნესტო პაოლილომ დაკავებული თანამდებობა დატოვა. "ინტერის” ოფიციალურ ვებგვერდზე, გამოქვეყნებულია პაოლილოს მასიმო მორატისადმი მიმართვა. კლუბის ყოფილი გენერალური დირექტორი პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი წასვლის დრო მოვიდა.
ერნესტო პაოლილო "ინტერში” 2005 წლიდან მუშაობდა. მილანურ გუნდში შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მან წასვლა გადაწყვიტა.
|
იტალიის ნაკრების საწვრთნელი შეკრება კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა და საბოლოოდ მივიღეთ ის 23-კაციანი შემადგენლობა, რომელსაც ჩეზარე პრანდელი უკრაინა-პოლონეთში იახლებს.
29 მაისს ვივარაუდეთ, რომ განაცხადს მიღმა მატია დესტრო და ანჯელო ოგბონა დარჩებოდნენ - პრანდელიმ ნაწილობრივ დაგვიჯერა - დესტრო ოფსაიდში დატოვა; აი, ოგბონა კი პირიქით, დაიტოვა და მის ნაცვლად სახლში ანდრეა რანოკია გაუშვა. გადაწყვეტილება სენიორ ჩეზარემ ასე დაასაბუთა:
"დესტროს დიდი ხანია ვაკვირდები, ძალიან კარგი ფორვარდია, მაგრამ უფრო მომავალია, ვიდრე აწმყო.
ვფიქრობ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ის იტალიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება. დღეს კი უმჯობესია, რომ ადგილი სხვებს დაუთმოს. მატიას პირადად ვესაუბრე და მიხარია, რომ ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა. პირიქი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი, რომელი მილანის "ინტერის" თავკაცი იყო, ფრანგულ "მონაკოს" ჩაუდგება სათავეში.
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, რანიერიმ "მონაკოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ ერთი სეზონით შეეძლებათ.
კლაუდიო რანიერის წარდგენა 31 მაისს მოხდება.
|
იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო მინტის სურს, რომ იტალიის ჩემპიონატი 2-3 წლით გაუქმდეს. როგორც იცით, ორშაბათს რაომდენიმე ფეხბურთელი დააპატიმრეს, დაკითხეს და სახლებიც გაუჩხრიკეს. როდესაც მონტის კითხეს, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მან სენსაციური კომენტარი გააკეთა : " სამწუხაროა, როდესაც წამყვანი ქვეყანა ხარ და სპორტში, ახალგაზრდობაში, კონკურენციაში, სამართლიანობაში ამდენი სიცრუეა. მე ოფიციალურად არ შემითავაზებია ხელმძღვანელობისათვის, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება – მიუხედავად ჩემი მრავალწლიანი სიყვარულისა ფეხბურთის მიმართ – მართებული და შედეგისმომტანი იყოს სერია ა-ს ფუნქციონირების 2-3 წლით შეჩერება. ”
|
ნანახია:
641
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
30.05.2012
|
|
მილანის "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ იტალიურ პრესას მილანელთა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განუცხადა.
"სტრამაჩონის პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ მან უკვე გაახანგრძლივა კონტრაქტი 2015 წლამდე”, –იუწყება მორატის სიტყვებს Football Italia.
36 წლის სპეციალისტმა "ინტერის” თავკაცის პოსტზე კლაუდიო რანიერი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან ამა წლის 26 მარტს გაუშვეს. მანამდე სტრამაჩონი "ინტერის” ახალგაზრდული გუნდს წვრთნიდა.
ნანახია:
606
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
30.05.2012
|
| |
|
|