"მანჩესტერ უნაიტედი" მზად არის მილანის "ინტერის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ინგლისური კლუბი ფეხბურთელს უკვე რამდენიმე წელია აკვირდება, "მანჩესტერს" სნეიდერის შეძენა შარშანაც სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. მაგრამ "ინტერი" არ აპირებს შეელიოს სნეიდერს, ამიტომ ამ ტრანსფერის განხორციელების შანსები დაბალია.