შაბათი, 21.09.2024, 01:59
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 6 » ანდრეა სტრამაჩონი: “ყველაფერი ღმერთის და მორატის ხელთაა”
17:29
ანდრეა სტრამაჩონი: “ყველაფერი ღმერთის და მორატის ხელთაა”


"პარმასთან” მარცხმა მესამე ადგილზე გასვლის იმედი საბოლოოდ გადაგიწურათ?
- ცხადია, ამოცანა უკიდურესად გაგვირთულდა, თუმცა, მაინც მოტივირებულები ვიქნებით, რათა "მილანი” და "ლაციო” დავამარცხოთ. ვნახოთ, როგორ ითამაშებენ დასკვნით მატჩებს "ნაპოლი” და "უდინეზე”. ისეთი კლუბი, როგორიც "ინტერია”, ევროთასზე აუცილებლად უნდა ასპარეზობდეს.
- ამ სიტყვებით მიმართავთ თქვენ ფეხბურთელებს, როდესაც მათი მოტივირების ხარისხის ამაღლება გსურთ?
- უკვე "მილანთან” დერბიზე ვართ გადართულები. "მადონინად” წოდებული დაპირისპირების წინ "ნერაძურის” მოთამაშეებს დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ.
- "მილანისა” და "ინტერის” საპირველწრეო პაექრობაზე რას იტყოდით?
- პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას "როსონერი” ფლობდა, მაგრამ "ინტერმა” თავიც კარგად დაიცვა და გადამწყვეტი გოლის გატანაც შეძლო. რა დამავიწყებს იმ სიხარულს, რაც დიეგო მილიტოს მიერ ბურთის გატანის შემდეგ განვიცადე. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ამჯერად მოწინააღმდეგისთვის ინიციატივის დათმობას არ ვაპირებთ და ალეგრის გუნდს აქტიურად შევუტევთ.
- გუნდის შემადგენლობა ბიჭებს უკვე გამოუცხადეთ?
- ჯერ არა, თუმცა, სასტარტო თერთმეტეული უკვე ერთი კვირაა, რაც გარკვეული მაქვს და შემადგენლობა კლუბის პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გავაცანი.
- თუკი "მილანს” დაამარცხებთ, "ინტერის” დაუძინებელ მტერს "იუვენტუსს” გააჩემპიონებთ...
- საკუთარ თავზე ვფიქრობთ და არა "მილანსა” და "იუვენტუსზე”. არც "როსონერის” ჩემპიონობა გვეპიტნავება და არც "ბებერი სინიორასი”, მაგრამ სპორტული პრინციპი უმთავრესია.
- რატომაა, რომ ევროპის წამყვან პირველობებზე 19 წლის ფეხბურთელები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, იტალიაში კი საპირისპირო სიტუაციაა?
- ჩემი აზრით, ფეხბურთელი მაღალი მიზნების გადასაჭრელას 23 წლიდან მწიფდება. თუკი თინეიჯერი მოთამაშე წაიფორხილებს, მას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდება ხოლმე თავს და ხშირად ეს ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად ტყდებიან.
- როგორ გგონიათ, გუნდში მტავარ მწვრთნელად მომავალ სეზონშიც იმუშავებთ?
- ეს კითხვა მორატის უნდა დაუსვათ. მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა, არავის უმხელს.
- თუ დარჩით, "ინტერს” გააახალგაზრდავებთ?
- გუნდის ახალგაზრდულ შემადგენლობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელთაც დავაწინაურებ. ჯერჯერობით კი ამაზე საუბარი ნაადრევია – ყველაფერი ღმერთის და მორატის ხელთაა.
- "ინტერის” პრეზიდენტმა სხვა მთავარ მწვრთნელზე რომ გააკეთოს არჩევანი, ამავდროულად თქვენ დარჩენა რომ გთხოვოთ, გააგრძელებთ "ინტერში” მუშაობას?
- პრიმავერაში აღარ დავბრუნდები. ეს ჩემთვის უკვე უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება
კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 581 | დაამატა: KOCH | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 1
1 inter  
0
cudi mcvrtneli aRa ubralod dzan axalgazda

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter