ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" თავკაცი ჯოზე მოურინიო კლუბის მესვეურთაგან სპორტული დირექტორის პოსტზე თანამემამულე ლუიშ ფიგუს დანიშვნას მოითხოვს, რომელიც დღესდღეობით მილანის "ინტერის" სტრუქტურაშია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ "რეალის" ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ზინედინ ზიდანია, თუმცა გამოცემა არაფერს ამბობს, თუ რა მოელის მას ფიგუს მოსვლის შემთხვევაში. თუკი AS-ის ცნობა სიმართლეს შეესაბამება, ეს ფაქტობრივად ადასტურებს იმ ინფორმაციასაც, რომ მოურინიოსა და "ზიზუს" შორის კონფლიქტი მართლაც არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ლუიშ ფიგუ ჯოზე მოურინიოსთან ერთად 2008-10 წლებში მუშაობდა, როცა "ინტერს" ედგა სათავეში.