მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ მილანური კლუბის დატოვებას არ აპირებს.
"ეს სეზონი ჩემთვის წარუმატებლად წარიმართა. ორი ტრავმა მივიღე, შემდეგ კი ჩემთვის უჩვეულო პოზიციაზე მომიხდა თამაში. ამას შევეგუე, რადგან უცნაური არაფერია.
"ინტერში" ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის ჩემი სჯერა. თუ "ინტერის" ხელმძღვანელობა ჩემს გაყიდვას არ გადაწყვეტს, გუნდიდან არ წავალ. ჯერჯერობით ტრანსფერის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამთ", - თქვა ურუგვაელმა.