კვირა, 22.12.2024, 23:17
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » მაისი » 12 » გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს...
14:53
გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს...
   საქართველოს სამოციქულო ეკლესია დღეს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, მისი მოციქული გამხდარიყო, ამიტომ მას პირველწოდებული ეწოდა.

საეკლესიო სწავლების თანახმად, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ივერიის ქრისტიანობაზე მოქცევა ღვთისმშობელს ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოემგზავრა თავისი ხელთუქმნელი ხატით.

წმიდა ანდრია საქართველოში საბერძნეთისა და მცირე აზიის გავლის შემდეგ შემოვიდა. მას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, "ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად”.

წმიდა ანდრიამ აწყურში ეკლესია მოაწყო და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, რის შემდეგაც მახათას მთისკენ მსვლელობა მოეწყობა, სადაც ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაეყრე
ნანახია: 633 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
1 Giuseppe-Meaca  
0
gilocavt yvelas

2 nerazzurri  
0
gilocavt mravals daescarit :)

3 nerazuri  
0
gaixaret,yvelas gilocavt

4 interelia  
0
amin mec gilocavt

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter