მილანის "ინტერის" ახალწვეული ფრედი გუარინი ოცნებობს რომ "ინტერი" მოხვდეს ლიგაზე. გუარინმა ინტერვიუში ისაუბრა მის შესახებ მის მომავალზე და უამრავ საინტერესო ფაქტზე. გუარინ მოგვიყევი შენი ბავშვობის შესახებ? მე არ ვყოფილვარ განებირვებული ბავშვი. მამაჩემი იყო პოლიციელი. მე მსურდა ვყოფილიყავი დიდი ფეხბურთელი ამისთვის ვიცოდი რომ მომიწევდა სირთულეების გადალახვა მაგრამ მე ძლიერი პიროვნება ვარ. მე არასდროს მქონდა შიში. ჩემი სპორტული კარიერა დაიწყო "ბოკა ხუნიორსში". ბოკა-ეს არის ოცნება ყველა კოლუმბიელი ბიჭის.
როგორი ვითარებაა კოლუმბიაში?
ხალხს ეშინია კოლუმბიაში მისვლის რადგან ისინი ფიქრობენ რომ ეს საშიშია. თუმცა ეს ასე არ არის არიან ტურისტები რომლებიც აქ ჩამოდიან და აქედან არც მიდიან.
არ გსურთ რომ დატოვოთ "ინტერი"?
კოლუმბიაშიც და ასევე ყველგან "ინტერი" ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად. აქ "ინტერის" უფრო მეტ თამაშს ანახებენ ვიდრე სხვა კლუბისას. მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ კლუბით. ჩემი ინტერისადმი ინტერესი დაიწყო მაშინ როდესაც ამ გუნდში გადმოვიდა ივან კორდობა.
ვინ იყო ჩემი კერპი?
რა თქმა უნდა კორდობა და რონალდო. როდესაც ის იყო ვარსკვლავი მაშინ მე 16 წლის ვიყავი.
დიდხანს მოუნდით თქვენ ტრამვის მოშუშებას.
დიახ ამ მხრივ მე ვარ იღბლიანი (იცინის).
რა არის თქვენი მიზანი?
ჩემი მიზანია დავრჩე ამ გუნდში და მივაღწიო ინტერთან ერთად წარმატებებს.
რას გვეტყვით ახალ მწვრთნელზე?
ანდრეა ძლიერი პიროვნებაა. დადებითის მეტი მასზე არაფერი მაქვს სათქმელი.
რას ფიქრობ ინტერის ლიგაზე მოხვედრის შანსებზე?
სასწაულებიც ხდება ფეხბურთში იმედია ამჯერადაც იგივე განმეორდება მე მჯერა რომ ინტერი ლიგაზე ითამაშებს ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.
ფრედი თქვენ გაიკეთებთ ტატუს?
რა?
ანუ თუ თქვენ ლიგაზე მოხვდებით გაიკეთებთ რაიმე ტატუს?
თუ მე გოლს გავიტან და ინტერი ლიგაზე მოხვდება აუცილებლად გავიკეთებ ახალ ტატუს.
|