ვალტერ სამუელი და ლუკა კასტელაცი, ეს ის ორი ფეხბურთელია, რომლებსაც ინტერი ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ორივე მოთამაშე შესაძლოა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები გამხდარიყვნენ, მაგრამ ინტერმა ეს არ ისურვა. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, ისინი ამ კლუბში უდიდეს სამუშაოს ასრულებენ.
34 წლის სამუელს შესთავაზეს ახალი 1 წლიანი კონტრაქტი და ასევე კლუბის 36 წლის მეკარესაც.
სამუელი ნერაძურის რიგებში 2005 წლიდან გამოდის. მან ჩატარებულ 198 მატჩში 12 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ლუკა კასტელიციცს ის ინტერში 2010 წლიდან ასპარეზობს და სულ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობ